LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგონები ,,ვარსკვლავური ომებიდან” თამრი ბზიავასთან ერთად სტუმრად ახალი პროეტით ,,არტ-Fm”-ში

59
tealikashengelaiebi

გადაცემის ლაივი LIVE

19 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მსახიობი თამრი ბზიავა, მუსიკოსები თეა და ლიკა შენგელაიები სტუმრობდნენ, რომელთაც ერთობლივ პროექტზე – სიმღერის Mountain of Dream კლიპზე ისაუბრეს.

– თამრი, რატომ გადაწყვიტე კლიპში მონაწილეობა?

– კლიპში გადაღების სურვილი დიდი ხნის წინ, ლოს-ანჯელეში გამიჩნდა, თუმცა მხოლოდ ახლა, თეას და ლიკას წყალობით შევძელი ასრულება. რა თქმა უნდა, კლიპი დღევანდელ მძიმე სიტუაციას მიეძღვნა, ვფიქრობ, კარგი გამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიც შეზღუდული გვქონდა და გადაღებაც საკმაოდ რთულ პირობებში მოგვიწია.

– ლიკა, როგორ გაჩნდა სიმღერის შექმნის იდეა?

– 2014 წელს, ძალიან ბევრი სიმღერა დავწერე, რადგან დის გარეშე ვიყავი, მარტოდ ვგრძნობდი თავს და ერთადერთი რაც მეხმარებოდა – მუსიკის წერა იყო. ერთ-ერთ სიმღერას Mountain of Dream დავარქვი და ყველა ახდენილ და აუხდენელ ოცნებას მივუძღვენი. იმ პერიოდში ინდურ მუსიკას ვსწავლობდი, ამიტომ აშკარად იგრძნობა მისი გავლენა. ერთგვარი თერაპიული სიმღერა გამოვიდა, რადგან თვითონაც სიამოვნებით ვიმუშავე და როგორც ვიცი, მისი მოსმენისას სხვებმაც საოცარი სიმშვიდე იგრძნეს.

– თეა, მართალია შენ მოღვაწეობის სფეროდ მედიცინა აირჩიე, მაგრამ მაინც დიდ დროს უთმობ მუსიკას. თუმცა, თქვენი მუსიკა არა მასობრივ მსმენელზე, არამედ კონკრეტულ სეგმენტზეა გათვლილი. თვითონ როგორ შეაფასებ საკუთარ მოღვაწეობას?

– მუსიკა ჩვენი სულის საზრდოა. ბავშვობაში შევიყვარეთ ხელოვნება და დღეს მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია. ბევრმა შეიძლება არ იცის, მაგრამ მუსიკას მართლაც უზარმაზარი ძალა აქვს, რადგან არა მხოლოდ ადამიანის დამშვიდება, მისი მკურნალობაც  შეუძლია.

– ამბობენ, ექიმები ძალიან მუსიკალურები არიანო?

– გეთანხმებით. მაგალითად, ბრიტანელი ქირურგები ყოველთვის უსმენენ მუსიკას ოპერაციის დროს.

– კინოსთვის მუსიკის დაწერის შეთავაზება ხომ არ მიგიღათ?

– რამდენიმე რეჟისორმა მართლაც შემოგვთავაზა თანამშრომლობა, თუმცა ჩვენ საქართველოში ჩამოსვლა ვარჩიეთ. დისტანციაზე მუშაობა კი, ძალიან რთულია.

– წლების წინ პოპულარობა ფილმში Star Wars მონაწილეობამ მოგიტანათ. როგორ აღმოჩნდით გადასაღებ მოედანზე?

– თავიდან თეატრალურ დადგმებში ვმონაწილეობდით. თუმცა, ჩავთვალეთ, რომ არც კინოგამოცდილების შეძენა იქნებოდა ცუდი და ქასთინგებზე დავიწყეთ სიარული. ერთ-ერთ სინჯების შემდეგ, რომელიც მოგვიანებით სწორედ ,,ვარსკვლავური ომების” სინჯები აღმოჩნდა, დაგვიკავშირდნენ და გადაღებებზე მიგვიწვიეს.

– ლიკა, როგორ მოგეწონა ფილმში მონაწილეობა?

– ყოველთვის ძალიან მინდოდა კინომსახიობობა, ამიტომ სპეციალური კურსიც გავიარე. რა თქმა უნდა, ფილმში მონაწილეობა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო. ნამდვილად არ ვიტყოდი უარს სხვა ფილმებზე მუშაობაზეც.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები