„ბოტეგა ვენეტას“ 2025 წლის აქსესუარების ჩვენების მთავარი გმირი, მსახიობი ჯეიკობ ელორდი გახდა. 27 წლის ავსტრალიელს მსახიობთან არანორმალური პოპულარობა მოვიდა სერიალ „ეიფორიას“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ.
ამჯერად ვარსკვლავი ჩვენებაზე თეთრ ზედასა და შარვალში გამოჩნდა, მას ასევე ეცვა ნაცრისფერი მბზინავი ჟაკეტი და ცხადია, ეჭირა თავად „ბოტეგა ვენეტას“ წითელი ჩანთა.
ჯეიკობ ელორდის ფოტოები ინტერნეტში ელვის სისწრაფით გავრცელდა, ის ჩვენების ნამდვილ ვარსკვლავად იქცა, რომელმაც ყველა და ყველაფერი დაჩრდილა, მიუხედავად იმისა, რომ ელორდი „ბოტეგა ვენეტას“ ჩვენების ერთადერთი ვარსკვლავი არ ყოფილა.
დღეს ელორდის პოპულარობა უსწრებს ჰოლივუდის A კლასის ვარსკვლავების რეიტინგს.
რიჩარდ გირი, ჯეიკობ ელორდი და უმა თურმანი პოლ შრეიდერის ახალ ფილმში გამოჩნდებიან
ჯეიკობ ელორდი გილერმო დელტოროს ახალ ფილმში ფრანკენშტაინის მონსტრს განასახიერებს