კეტი პერი, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, ჯერ მისი ორსულობის შესახებ გავიგეთ, შემდეგ კი 6 თვის არტისტმა საოცრად ენერგიული პერფორმანსი შემოგვთავაზა.
ვიდეო: „აქ ნუ იმშობიარებ“- 6 თვის ფეხმძიმე კეტი პერის ენერგიული პერფორმანსი ქუსლებზე და შოკირებული საზოგადოება
„როგორ მოძრაობს, მგონი დაავიწყდა, რომ ბავშვს ელოდება“, „ექიმებო უთხარით რამე“, „კეტი, აქ ნუ იმშობიარებ“ - წერენ სოციალურ ქსელში.
მიუხედავად იმისა, რომ უამრავმა ვარსკვლავმა, კორონავირუსის გამო კონცერტები გადადო, კეტი პერი ავსტრალიაში იმყოფება, რათა ავსტრალიის ტყის ხანძრისთვის მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტზე გამოვიდეს.
სულ ცოტა ხნის წინ, 35 წლის კეტი პაპრაცებმა წვენის საყიდლად გამოსული დააფიქსირეს. ვარსკვლავს ვარდისფერი ჰუდი ეცვა, რომელიც მის წამოზრდილ მუცელს ფარავდა. სწორედ ჰუდის ფერი გახდა ტაბლოიდებისთვის იმის ვარაუდის მიზეზი, რომ არტისტი გოგოს ელოდება.

