LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ გოგოს ხელფასი იმაზე ნაკლები აქვს, ვიდრე მისი მგზავრობისთვის განკუთვნილი ხარჯია, არც სამსახური უზრუნველჰყოფს მის ტრანსპორტირებას და სამსახურში ფეხით დადის…“

502
fiqriashiomgvdlishvili201221

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, ფიქრია შიომღვდლიშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ექიმის შესახებ წერს, რომელიც მისი მეგობარია, მის ფოტოს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მცირე ხელფასის გამო ის სამსახურში ფეხით დადის:

„ბევრი იწერება ექიმების გმირობაზე, ცუდსა თუ კარგზე…

მე ახლა ჩემს მეგობარზე მინდა ვთქვა ორიოდ სიტყვა. (ვერ მოვნიშნავ, შეპირებულ შოკოლადებს აღარ მაჩუქებს, ნათხოვარ წიგნებს აღარ დამიბრუნებს და შეიძლება, დამბლოკოს კიდეც „ფეისბუქზე“).

ჩემი მეგობარი ექიმია (მიხვდებოდით დასაწყისშივე)… საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პროფილი აქვს, ყველას რომ გვჭირდება ისეთი და ძალიან, ძალიან ჭკვიანია…

ჰოდა, ეს ჩემი გოგო, იმის გამო, რომ არ ჰყავს პირადი ავტომობილი და არც იმდენი აქვს ხელფასი, ყოველი დღე ტაქსით იაროს სახლიდან სამსახურამდე (ხელფასი იმაზე ნაკლები აქვს, ვიდრე მისი მგზავრობისთვის განკუთვნილი ხარჯია), არც სამსახური უზრუნველჰყოფს მის ტრანსპორტირებას, სამსახურში დადის ფეხით… არ დავასახელებ უბნებს, საიდან სად და რამდენ კილომეტრს გადის იმის გამო, რომ გაჭირვებულ პაციენტებს( ანუ “პაცებს, როგორც მოიხსენიებს მოფერებით) დაკეტილი არ დახვდეს მისი კაბინეტი…

ეს რა თქმა უნდა, არც ერთმა მისმა პაციენტმა არ იცის და მეც ისე სიცილ-სიცილით და უბრალოდ მომიყვა, თითქოს სახლთან ახლოს სკვერში გადიოდეს და გამოდიოდეს სასეირნოდ…

აი, ასეთი უანგარო თავგანწირვა შეუძლია ექიმს და აი, ასეთი მეგობრები მყავს მე, ამიტომაა, ყველგან კბილებით რომ ვიცავ ჩემს პროფესიას და გული მწყდება, რომ ასეთი გმირი გოგო-ბიჭები დაუფასებლები არიან ჩვენს რეალობაში…

პაციენტების და სამსახურის ადმინისტრაციის ნაცვლადაც მე გიხდი მადლობას და ვამაყობ შენით ჩემო ძალიან, ძალიან მაგარო, ლამაზთვალება, კეთილგულა მეგობარო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g