LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Goldman Sachs: ზამთარში ევროპაში გაზის ფასი შესაძლოა განახევრდეს

43
Untitled design

ამერიკის ბანკის, Goldman Sachs-ის ანალიზით, ზამთარში ევროპაში გაზის ფასი, სავარაუდოდ, მკვეთრად დაეცემა.

აშშ-ის წამყვანი ბანკის პროგნოზზე „გარდიანი“ წერს.

Goldman Sachs-ის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნების მცდელობები – თავიდან აიცილონ დიდი დეფიციტი, სავარაუდოდ, „წარმატებით მოაგვარებს“ რუსეთის მხრიდან გაზის მიწოდების შემცირებით გამოწვეულ პრობლემებს.

შესაბამისად, რადგან ევროკავშირის ქვეყნების მცდელობები ეფექტიანი აღმოჩნდა, ზამთარში გაზის ფასი სავარაუდოდ, განახევრდება.

Goldman Sachs-მა გუშინ განაცხადა, რომ მოსალოდნელია ევროპული ბუნებრივი აირის საბითუმო ფასები დაახლოებით 215 ევროდან 100 ევრომდე დაეცეს მომავალი წლის პირველი კვარტალის ბოლოსთვის, ზამთრის ტიპური ამინდის პირობების გათვალისწინებით და ეს გაცილებით დაბალია, მანამდე პროგნოზირებულ 213 ევროსთან შედარებით.

„ევროპულმა ქვეყნებმა ზამთრამდე იჩქარეს გაზის საწყობების შევსება მას შემდეგ, რაც რუსეთის გაზპრომმა შეამცირა მიწოდება, მათ შორის მნიშვნელოვანი Nord Stream 1 (NS1) მილსადენით, ეს არის თავსატეხი, რომელიც ევროპამ წარმატებით გადაჭრა გასული წლის განმავლობაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Goldman-ის ანალიტიკოსების განცხადებით, ისინი ვარაუდობენ, რომ ოქტომბრისთვის ევროკავშირი შეძლებს გაზის მარაგების 90 %-ით შევსებას, მაშინ, როდესაც მიზანი 80 %-ით შევსება იყო.

ამასთან, მთავრობები ბიზნესის წარმომადგენლებსა და მომხმარებლებს ასევე სთხოვენ ნაკლები ენერგიის გამოყენებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g