შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში ნანგრევებში კიდევ ერთი გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ნანგრევებში, სავარაუდოდ, აღარავინ იმყოფება.
„მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. მძიმე სიტუაციაა. 9 ადამიანია გარდაცვლილი. უძიმესი დღე იყო გუშინაც და დღესაც. 5 წუთის წინ ვიპოვეთ მე-9 გარდაცვლილი. ჩვენი ვარაუდით, არც ერთი დაკარგული აღარაა და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება“,- განაცხადა გომელაურმა.