პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან და მასთან კითხვების დასასმელად ემზადებიან.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, ვახტანგ გომელაური პარლამენტში უნდა მივიდეს იმსიათვის, რომ შემდეგ თანამდებობიდან წავიდეს.
მისი თქმით, პროცესში მონაწილეობას პარტიის წევრებიც მიიღებენ, დასვამენ დავსვამთ ყველა კითხვას, მთავარი კითხვა კი იქნება, თუ როდის გადადგებიან ღარიბაშვილი და გომელაური.
ბეჟუაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხელისუფლება უნდა გადადგეს 5-6 ივლისის ძალმომრეობის გამო:
“მე ვფიქრობ, გომელაური უნდა მოვიდეს პარლამენტში, გასცეს ყველა კითხვას პასუხი და უნდა მოვიდეს იმისათვის, რომ მერე წავიდეს თანამდებობიდან. თუკი ამ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, გომელაურმა, ლილუაშვილმა, ღარიბაშვილმა პირველ რიგში უნდა იკისრონ ეს პასუხისმგებლობა და გადადგნენ თანამდებობიდან, როგორც ამას ითხოვს მედია, საზოგადოება და რისი მოლოდინიც არსებობს მთელ ქვეყანაში.
ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას, დავსვამთ ყველა კითხვას, მაგრამ მთავარი კითხვა იქნება, როდის გადადგება ღარიბაშვილი და გომელაური, რადგან დღეს საზოგადოების მოლოდონი და კონსენსუსი არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთ საკითხზე – ეს ხელისუფლება უნდა გადადგეს 5-6 ივლისის ძალმომრეობის გამო, რაც საზოგადოების ყველა წევრმა თვალნათლივ იხილა.” – თქვა ბეჟაშვილმა.
შეგახსენებთ, 5 ივლისს, “თბილისის მარშის” მოწინააღმდეგეების მიერ ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრს მიმართეს, განვიტარებული მოვლენების გამო, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო და თანამდებობა დაეტოვებინა. ოპოზიციამ მალევე დაიბარა პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურიც.