შინაგან საქმეთა მინისტრი მისი თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ განცხადებებს ეხმიანება და ამბობს, რომ დღეს ცვლილებები არ იგეგმება.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, როდესაც ჟღერდება ინფორმაცია, რომ მინისტრი აღარ იქნება, ეს ყველაზე მეტად მის ოჯახს უხარია:
“როდესაც ჟღერდება ინფორმაცია, რომ მე მინისტრი აღარ ვიქნები, ეს ყველაზე მეტად ჩემს ოჯახს უხარია და ელოდებიან, მაგრამ ჯერჯერობით ისევ აქ ვარ.
მე ვარ გუნდის წევრი, რასაც გადაწყვეტს პრემიერი – სად ვარ საჭირო, სად წავიდე, ხვალ შეიძლება მოადგილე ვიყო, ან თუნდაც სახლში წავიდე, მე მზად ვარ ყველაფერი ეს მივიღო ნორმალურად. თუმცა, დღეს არანაირი ცვლილება არ იგეგმება”, – განაცხადა გომელაურმა.
მინისტრის თქმითვე, სუსის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა აღარ განიხილება:
“ჩემი უკან დაბრუნება, მინდა გითხრათ, რომ არ განიხილებოდა. შსს-ში ერთხელ დავბრუნდი და აღარ მინდა ამდენი დაბრუნება”, – განაცხადა მინისტრმა.
გომელაური: საზღვარი ძალიან მაღალ დონეზე კონტროლდება