საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, ქვეყანამ 3 ახალი ვერტმფრენი შეიძინა და პირველი ვერტმფრენი ქვეყანაში 2024 წლის მარტში შემოვა.
როგორც მან, სტიქიის ზონაში ჟურნალისტებთან განმარტა, ვერტმფრენების შეძენაზე მუშაობა თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს.
„ვერტმფრენები შეძენილია უკვე, სამი ახალი ვერტმფრენია შეძენილი, საფრანგეთში შევიძინეთ და წესით მარტში უნდა ჩამოვიდეს პირველი ვერტმფრენი და იმ წელს დამთავრდება სამი ვერტმფრენის ჩამოყვანა. ვერტმფრენი მანქანა ხომ არ არის გახვიდე ბაზრობაზე და იყიდო?! რიგებია და სადღაც ერთი წელი ვმუშაობდით თითქმის, უკვე ნაყიდი გვაქვს და სწავლება უნდათ პილოტებს და ა.შ.”,- განაცხადა გომელაურმა.