LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომის მთაზე დაკარგული სამი ახალგაზრდა იპოვეს

318
გგ

გომის მთაზე დაკარგული სამი ახალგაზრდა კონტაქტზე გავიდა და ისინი  სამაშველო სამსახურმა იპოვა.

“10 საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული სამი მოქალაქე იპოვნეს. მათ აღენიშნებათ ჰიპოთერმია. მაშველების მიერ მიმდინარეობს დაშავებულების გადაყვანა ავტომობილებამდე, რათა დროულად მოხდეს მათთვის სამედიცინო დახმარების მიღება.

მაშველების მიერ ნაპოვნია გომის მთაზე გარდაცვლილი მოქალაქეც.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში მიმდინარე წლის 12 მარტს, დილის საათებში, შემოვიდა შეტყობინება, რომ გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი გადაადგილებას ვერ ახერხებდა. მეხანძრე-მაშველების 10 კაციანი ჯგუფი დაუყოვნებლივ გავიდა შემთხვევის ადგილზე. მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამაშველო ოპერაცია გართულდა, თუმცა მოქალქეების მოძიება რამდენიმესაათიანი ინტენსიური ღონისძიებების შედეგად მოხერხდა.” – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გომის მთაზე სულ ოთხი ახალგაზრდა დაიკარგა, იქიდან ერთ-ერთი კი გარდაცვლილია. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები