ოზურგეთში, გომის მთის გზაზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა.
გარდაიცვალა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
„ბათუმელების” ცნობით, მიკროავტობუსით უცხოელი ტურისტები გადაადგილდებოდნენ, დაღუპული მგზავრი კი საქართველოს მოქალაქე გიდი იყო.
ამ დროისთვის ადგილზე სასწრაფო და პოლიციაა მობილიზებული.
„ფორტუნა” დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.