გონდოლის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევა, ჩეხეთში ქალაქ ლიბერეცთან მოხდა. საბაგირო ხაზიდან ჩამოწყეტილ გონდოლაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა.
საპირისპიროდ მოძრავ გონდოლაში მყოფი 14 ადამიანი მეხანძრეებმა გამოიყვანეს.
მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.