გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
BMW-ს მარკის ავტომანქანა ხეს შეეჯახა, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მის გვერდით მჯდომი მგზავრი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.