LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გონორეა

106
გონორეა

გონორეა ვენერიული დაავადებაა, რომელიც გადაეცემა ძირითადად სქესობრივი გზით. დაავადების გადაცემის არასქესობრივი გზა საკმაოდ იშვიათად გვხვდება, რაც ძირითადად ბავშვებში ვითარდება. იგი ძირითადად აზიანებს შარდ-სასქესო სისტემას, საშვილოსნოს მილებს. მწვავე სტადიაში ავადმყოფები უჩივიან ტკივილს, ჩხვლეტისა და ჭრის შეგრძნებას შარდვის დროს; ქრონიკულ სტადიაში ჩივილები არ აღინიშნება. ანამნეზის საფუძველზე შეგვიძლია დავადგინოთ: დაავადების გამოვლინება სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან მოკლე პერიოდში, შემთხვევითი სქესობრივი კავშირები. ქალებში, რომელთაც აღენიშნებათ პირველადი უნაყოფობა. მკურნალობის დაწყებამდე ტარდება ბაქტერიოლოგიური და ბაქტერიოსკოპული დიაგნოსტიკა. ნაცხების ციტობაქტერიოლოგიური გამოკვლევისას განასხვავებენ შემდეგ ჯგუფებს: K1 – ნაცხში ლეიკოციტების დიდი რაოდენობაა, ფლორა არ არის, ვლინდება უჯრედშიგა და უჯრედგარე გონოკოკი; K2 – ნაცხში ლეიკოციტების დიდი რაოდენობაა, ფლორა არ არის, გონოკოკები არ ვლინდება; K3 – აღინიშნება ლეიკოციტების უმნიშვნელო რაოდენობა და მრავალფეროვანი მიკრობული ფლორა.

მწვავე სტადია ხასიათდება სწორ ნაწლავში წვის შეგრძნებით. მისი გამომწვევია გონოკოკი; ხშირად მდებარეობს უჯრედის შიგნით. სწრაფად იღუპება მჟავე გარემოში, გამოშრობისას, ანტისეპტიკების ზემოქმედებით. აზიანებს შარდსასქესო ორგანოების ცილინდრულ ეპითელსა და კონიუნქტივას, იშვიათად – ბრტყელ ეპითელს. გონოკოკები ვრცელდებიან შარდსასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსებით, აღწევენ სუბეპითელურ შემაერთებელ ქსოვილში, ლიმფურ ძარღვებში, ზოგჯერ სისხლმიმოქცევაში.

ქსოვილებში გონოკოკების გავრცელება იწვევს ანთებით რეაქციას. პროცესის ხანდაზმულობის მიხედვით გამოყოფენ ახალწარმოქმნილ (ანუ 2 თვემდე) და ქრონიკულ (ანუ 2 თვეზე მეტი ხნის) გონორეას. გონორეა იყოფა მწვავე, ქვემწვავე და ტორპიდულ სახეებად. გონორეის მიმდინარეობის ცვლილება დამოკიდებულია ორგანიზმის წინააღმდეგობასა და რეაქტიულობაზე, რომლებიც დაკავშირებულია ავადმყოფის ასაკსა და თანმხლები დაავადების არსებობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები