LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გონზეა, სტაბილურად მძიმეა, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება…“ – როგორია ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გუშინ „სადგურის მოედანთან“ სახურავის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა

543
ნგრევა ვაგზლის მოედნის მიმდებარედ

„მდგომარეობა სტაბილურია უფრო, ვიდრე გუშინ, ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მართვით სუნთქვაზე არ არის“, – ამის შესახებ „გლობალ მედის“ რეანიმაციის ხელმძღვანელმა, კობა ბალიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ექიმმა ისაუბრა იმ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც გუშინ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე კორპუსის სახურავის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა.

„მდგომარეობა სტაბილურია უფრო, ვიდრე გუშინ. ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მართვით სუნთქვაზე არ არის. სტაბილურად მძიმეა. გონზეა, სპონტანურ სუნთქვაზეა. დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. სიცოცხლესთან შეუთავსებელი ამ წუთში არაფერია. დღეს შედარებით უკეთესადაა“,- რეანიმაციის ხელმძღვანელმა კობა ბალიაშვილმა.

კახა კალაძე: „კორპუსი იყო ავარიული, არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას, იყო შეთავაზება, მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში – მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული“

მისი თქმით, სადგურის მოედანზე ჩამონგრეულ კორპუსს მეხუთე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი ჰქონდა მინიჭებული და არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას.

ცნობისთვის, 14 ივლისს, საღამოს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი პირი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

მომხდარიდან მალევე, საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა გასახლებაც დაიწყო, რომლებიც ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g