LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google ახალ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს

34

Google – მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემების ავტორი, რომელმაც Android, Chrome OS, Brillo OS შექმნა, ახალ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაცია Google Git-ის მეშვეობით გავრცელდა.

ამერიკული გიგანტის გასაიდუმლოებული ოპერაციული სისტემის სახელი – Fuchsia (ფუქსია) იქნება.

ოპერაციული სისტემის დევიზი შემდეგნაირად განისაზღვრა: Pink + Purple = Fuchsia (სიტყვა-სიტყვით: ვარდისფერს + იისფერი = ფუქსია)

როგორც ჩანს, ოპერაციული სისტემის ფერები ვარდისფერსა და იისფერში იქნება გადაწყვეტილი. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ახალი ძრავის შექმნაში პროგრამირების ნამდვილი გურუები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: ტრევის ჰეიზებრეჰტი და ბრაიან სვითლენდი. Fuchsya-ს პროექტამდე ორივენი ისეთ გრანდიოზულ სისტემებზე მუშაობდნენ, როგორებიცაა iOS, Android OS და WebOS.

გავრცელებული ინფორმაცით, Fuchsya OS – Little Kernel-ის ბაზაზე და ARM ტიპის 32 და 64 ბიტიან პროცესორებზე იმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები