ტურისტები Google-ის რუკის გამო გაძარცვეს და ისინი ტექნოლოგიურ გიგანტს სასამართლოში უჩივიან

114
7898

ორი ამერიკელი ტურისტი სამხრეთ აფრიკაში წავიდა შვებულების გასატარებლად, სადაც სასტიკი ძარცვის მსხვერპლი გახდა. მომხდარს ისინი Google-ის რუკებს აბრალებენ და აპირებენ, რომ კომპანიას სასამართლოში უჩივლონ, წერს Daily Mail.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი 2023 წლის ოქტომბერში მოხდა. ცოლ-ქმარი ჯეისონ და ქეით ზოლადი კეიპტაუნის აეროპორტისკენ მიდიოდნენ, როცა Google-ის ონლაინ რუკის რეკომენდაციით საშიში მარშრუტისკენ გადაუხვიეს. ისინი აღმოჩნდნენ გზაზე, სადაც უცნობმა პირებმა მათი ავტომობილის ფანჯარა ჩაამტვრიეს და იარაღით მუქარა დაიწყეს.

კრიმინალები ჰაერში ისროდნენ, რის შემდეგაც წყვილი ავტომობილიდან გადმოიყვანეს და იარაღი მიუშვირეს. მათ ქეითის ჩანთიდან ყველა ძვირფასი ნივთი ამოიღეს, თან წაიღეს მანქანის გასაღებიც. გარდა ამისა, ბოროტმოქმედებმა ჯეისონი ისე სცემეს, რომ მას ყბა ჩაუმტვრიეს.

ამ საშინელი გამოცდილების შემდეგ ცოლ-ქმარი Google-ისგან კომპენსაციას ითხოვს. სწორედ ტექნო გიგანტს აბრალებენ ისინი საშიშ ქუჩაზე მოხვედრას და ფიზიკური თუ მორალური ზიანის მიღებას. სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ რაიონი სადაც თავდასხმა მოხდა, კრიმინალის მაღალი მაჩვენებლითაა ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები