Google-მა 2023 წელი შეაჯამა

137
Most-Searched-Topics-Worldwide-O

პოპულარულმა საძიებო სისტემა Google-მა გასული 2023 წელი შეაჯამა და ყველაზე ხშირად მოძიებული მოვლენები, ადამიანები, ფილმები თუ მუსიკოსები გამოავლინა.

გასაკვირი სულაც არ არის, რომ გასულ წელს ადამიანები მთელი მსოფლიოდან, ყველაზე ხშირად ისრაელის ომით ინტერესდებოდნენ. მეორე ადგილი დაიკავა ტიტანიკის ავბედითმა ტურმა, რომელიც რამდენიმე ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა.

ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია თურქეთის მიწისძვრამ, ქარიშხალმა ჰილარიმ და იდალიას სტიქიამ. როგორც google-მა შეაჯამა, ისევე როგორც გასულ წლებში, ადამიანებს ამჯერადაც ყველაზე მეტად სტიქიური მოვლენები თუ უბედურებები აინტერესებდათ.

საინტერესოა, ასევე ყველაზე ხშირად მოძიებული ადამიანების რეიტინგიც. სიაში პირველია ამერიკელი ფეხბურთელი დამარ ჰამლინი, მეორე ადგილი კი მსახიობმა ჯერემი რენერმა დაიკავა. ხუთეულში მოხვდნენ ასევე – კიკბოქსინგის ვარსკვლავი ენდრიუ ტეიტი, ფეხბურთელი კილიან მბაპე და ფეხბურთელი ტრევის კელსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები