Google Chrome ავტომატურ რეკლამას გააქრობს. კორპორაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ბრაუზერის ახალ ვერსიაში ვირუსული რეკლამები აღარ იქნება. საუბარია ვებ-გვერდებზე, სადაც გადამისამართება ავტომატურად ხდება და მომხმარებელს უკან დაბრუნებისას დრო უაზროდ ეკარგება.
სიახლის პირველი ეტაპი Google Chrome 64-ში დაინერგება და ის ინტერნეტმომხმარებელს არჩევანის საშუალებას მისცემს. რაც შეეხება საბოლოო ვერსიას, ის Google Chrome 65-ში გააქტიურდება და მომხმარებელი მის გამოყენებას 2018 წლის იანვრიდან შეძლებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ ის საიტები, რომლებიც ვირუსული რეკლამების გავრცელებას მომავალშიც გააგრძელებენ, ავტომატურად დაიბლოკებიან.