LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google ხელფასის შემცირებით და სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა თანამშრომლებს, რომლებიც არ იცრებიან

91
getty-1040611132-393460

Google ხელფასის შემცირებით და სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა თანამშრომლებს, რომლებიც Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცით არ აიცრებიან. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს, რომელიც CNBC-იზე დაყრდნობით წერს.

„ბლუმბერგის“ ცნობით, მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანიამ გააფრთხილა თანამშრომლები, რომ მათ ვაქცინაციის მოწმობა უნდა წარადგინონ. ვინც ამ მოთხოვნას 18 იანვრამდე არ შეასრულებს, მოუწევს ერთთვიან ანაზღაურებად შვებულებაში გასვლა. ამის შემდეგ, აუცრელი თანამშრომლები ექვს თვემდე უხელფასო შვებულებაში გავლენ, საბოლოოდ კი სამსახურიდან გათავისუფლდებიან.

ცნობისთვის, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფედერალური უწყებების თანამშრომლებისთვის, ვაქცინაცია სავალდებულო გახადა. Google, რომელიც აშშ-ში 150 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, აცხადებს, რომ პრეზიდენტის ბრძანების შესრულებას აპირებს.

ბლუმბერგი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები