LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google-მა ჭკვიანი საძიებო ველი შექმნა

135

კომპანია Google-მა „ჭკვიანი“ საძიებო ველი შექმნა. სიახლის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის მომხმარებლის წინა ძიებებთან მიახლოებულ რეზულტატებზე იქნება დაყრდნობილი. iOS-სა და Android-ებში უკვე გაჩნდა ღილაკი „Follow“, რომელიც პუბლიკაციებისთვის თვალის დევნებას გულისხმობს.

ამ ეტაპზე სიახლით სარგებლობა შესაძლებელია სერიალების, კომპანიების, მუსიკალური ჯგუფებისა და სპორტული გუნდების სფეროში.

მაგალითად, თუ საძიებო ველში ჩაწერთ კონკრეტული ბენდის სახელწოდებას, სერვისი შემოგთავაზებთ მის უახლეს კლიპებს YouTube-ზე, მომავალი კონცერტების ჩამონათვალს. თუ ქალაქს მიუთითებთ, ლენტაში ტურისტული მარშრუტები და რეკომენდაციები ამოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები