LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google-მა „ჭკვიანი სათვალის“ წარმოება განაახლა

66

კომპანია Google-მა, კერძოდ კი მისმა ქვეგანყოფილებამ Google X ჭკვიანი სათვალის წარმოება განაახლა. სათვალის გამოშვება 2015 წელს შეწყდა.

განახლებულ სერიას Google Glass Enterprise Edition ერქმევა და ის უპირველესად ბიზნეს-სფეროს წარმომადგენლებს დააინტერესებთ, რომლებისთვისაც ინფორმაციის ოპერატიულად მიღება გადატვირთული გრაფიკის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია. კლიენტებს შორის მოიაზრებენ მაგალითად DHL-ს.

არ შეცვლილა სათვალის ვიზუალური მხარე: გამჭვირვალე დისპლეიზე მიმაგრებულია კამერა (5-ის ნაცვლად 8 მეგაპიქსელიანი). გაიზარდა აკუმულატორის გამძლეობა და ის ავტონომიურ რეჟიმში 8 საათიან მუშაობას უზრუნველყოფს, სათვალის მართვა კი ხმოვანი ბრძანებით არის შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები