LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google-მა საავტორო სმარტფონები ოფიციალურად გამოუშვა

95

Google-მა ახალი სმარტფონების კლასი, სერია Pixel საჯარო ღონისძიებაზე წარმოადგინა.  ამერიკულმა გიგანტმა გადაწყვიტა დამოუკიდებლად, ყოველგვარი კოლაბორაციის გარეშე, აწარმოოს საკუთარი მოწყობილობები.

Pixel-ის სმარტფონები სამ ფერში და ორ ზომაშია წარმოდგენილი.

ფერები: შავი, ლურჯი და ვერცხლისფერია.

(Quite Black, Really Blue, Very Silver)

რაც შეეხება ზომებს, Pixel და Pixel XL ერთმანეთისგან მხოლოდ ზომებით განსხვავდება, თუმცა მონაცემებით ერთმანეთის იდენტურია, თუ არ ჩავთვლით ბატარეის სიმძლავრეს და დისფლეის გაფართოებას. მაგალითად: 5.5 ინჩიანი Pixel-ის სმარტფონი 3450 მილიამპერ/საათიანი ბატარეითაა წარმოდგენილი, ხოლო Pixel-ის 5 ინჩიანი სმარტფონი 2770 მილიამპერ/საათით განისაზღვრა.

როგორც Google-ის პრეზენტაციაზე შევიტყეთ, Pixel-ის კამერა საუკეთესოა ბაზარზე მისი გარჩევადობისა და ოპტიკის გათვალისწინებით. ფოტოგრაფიისა და კამერების შეფასების საიტმა, სმარტფონის კამერა 89 ქულით შეაფასა, რაც ამ დროისთვის საუკეთესო მაჩვენებელია ჭკვიანი მობილურების ბაზარზე.

ამ მონაცემებით გუგლის სმარტფონები თვით Apple-ის iPhone 7-ის კამერასაც ჯობნის.

სხვადასხვა საინტერესო ფუნქციათაგან აღსანიშნავია პერსონალური ასისტენტი – Google Assistant, რომელიც კონკურენტი ოპერაციული სისტემების ანალოგიური ტექნოლოგიის კონკურენტი იქნება. Cortana (რომელიც Microsoft-მა შეიმუშავა) და Siri (რომლის ავტორიც Apple-ია), ნამდვილად ჩამოუვარდებიან Google Assistant-ს ფუნქციონალობით.

პერსონალური ასისტენტი არაა მხოლოდ წინასწარ დაპროგრამებული გარკვეული ჩარჩოებით შემოსაზღვრული სისტემა. Google-მა ფაქტიურად ხელოვნური ინტელექტის მექანიზმი გამოიყენა, რისი მეშვეობითაც, ასისტენტი სწავლოს სმარტფონის მფლობელის შესახებ გაცილებით მეტს და სწორად აწვდის სხვადასხვა შემოთავაზებებსა თუ პასუხებს ამათუიმ კითხვაზე.

5 ინჩიანი პიქსელის (32 GB-იანი მოდელის) ფასი 649 დოლარიდან დაიწყება და შიდა მეხსიერების გაზრდასთან ერთად მოიმატებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები