თუ ოდესმე შეგიმოწმებიათ ბრაუზერის ისტორია და იქ არასასიამოვნო საიტები გინახავთ, კომპანია Google ამ პრობლემის გადაჭრის გზას გთავაზობთ. Kiddle – ასე ჰქვია ახალ საძიებო სისტემას, რომელიც თქვენს შვილს არასაჭირო საიტზე შემთხვევით გადასვლის უმცირეს შანსსაც არ მისცემს.
მას აქვს ყველა ფუნქცია, რომლებიც ბავშვებზეა ადაპტირებული. მაგალითად, ტრადიციული თეთრი ფონის ნაცვლად, აქ კოსმოსის თემაა რობოტთან ერთად.
საიტები გაფილტრულია და მათი უმეტესობა ბავშვის ან მოზარდის ინტელექტზეა ორიენტირებული.
მაგალითად, თუ თქვენს შვილს ჯასტინ ბიბერზე მოუნდება ინფორმაციის მოძიება, Kiddle კანადელი მომღერლის შესახებ მხოლოდ პოზიტიურ ინფორმაციებს ამოაგდებს და არა შიშველ ფოტოებს ან სიახლეს მისი ალკოჰოლდამოკიდებულების მკურნალობის შესახებ.