Google-მა ვალენტინობის აღსანიშნავად თამაში გამოუშვა, ეს არის ორი ზაზუნას სასიყვარულო თავგადასავალი, მათ ერთმანეთთან „გუგლის“ ლოგოს ფორმის ლაბირინთი აშორებთ.
იმისათვის, რომ ორ ზაზუნას ერთმანეთთან მისვლაში დაეხმაროთ, Google-ის ლოგო უნდა შეავსოთ. აღსანიშნავია, რომ თამაში საკმაოდ მარტივია და დასასრულებლად მაქსიმუმ ნახევარი წუთი დაგჭირდებათ.
თამაშის ხილვას Google-ის გვერდზე სტუმრობით შეძლებთ.