Google Maps ჩვენი ადგილმდებარეობის მონაცემებს სხვაგვარად შეინახავს. იგი ადგილმდებარეობის მონაცემებს „ქლაუდზე“ აღარ განათავსებს. ინფორმაცია მხოლოდ ჩვენსავე მოწყობილობებზე დარჩება.
ახალი ცვლილება ნიშნავს, რომ რუკის ვებსაიტიდან Timeline-ზე წვდომას ვეღარ შეძლებთ. თუკი Timeline-ის პარამეტრებს დეკემბრამდე არ გაააქტიურებთ, Google ბოლო 90 დღის მგზავრობის ისტორიას იმ პირველივე მოწყობილობაზე გადაიტანს, რომლიდანაც Google-ის ანგარიშში შეხვალთ.