LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google-ში Squid Game-ის ,,სერჩვისას” თამაშის მოსაწვევს მიიღებთ

124
photo-collage.png (15)

,,ნეტფლიქსის” გახმაურებული სერიალის – ,,კალმარის თამაში” მეორე სეზონის პრემიერამდე რამდენიმე დღე დარჩა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, Google-მა პოპულარული საბავშვო თამაშის – Red Light, Green Light მიხედვით, რომელიც სატელევიზიო შოუშიც გვხვდება, ახალი ფუნქცია წარადგინა.

ამრიგად, როცა საძიებო სისტემაში Squid Game-ს ,,დასერჩავთ” ავტომატურად თამაშის მოსაწვევს მიიღებთ, ბარათის გახსნის შემთხვევაში კი, თამაშში – ,,წითელი შუქი, მწვანე შუქი” ჩაერთვებით. თამაშს ფონად სერიალში შესაბამისი ეპიზოდის მუსიკალური თემაც გასდევს, რომელიც პროცესს კიდევ უფრო დაძაბულს ხდის.

თამაშში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეულ დრამაში – Squid Game საბავშვო თამაშები სისხლიან შეჯიბრებადაა ქცეული, თუმცა საპრიზო თანხა მონაწილეებს თამაშის დატოვების ცდუნებას აძლევინებს. სატელევიზიო შოუს მეორე სეზონში მოვლენები პირველი ნაწილის მსგავსად განვითარდება და იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებიც ფინანსური პრობლემების გამო სასიკვდილო თამაშში ერთვებიან.

,,კალმარის თამაში” მეორე სეზონით დასრულდება. სერიალის სიქუელის პირველი ეპიზოდის პრემიერა, 26 დეკემბერს შედგება.

ვიდეო: ,,კალმარის თამაშის” მეორე სეზონის შემაძრწუნებელი თრეილერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები