LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორდულაძე: „მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ, იგივე უბედურება თუ დატრიალდებოდა, რაც ახლა უკრაინაშია, ეს ხელს მისცემდა იმ ძალებს, რომელთაც „დიფ სთეითი“ ჰქვიათ – როგორც ჩანს, ზურაბიშვილისთვისაც „მერე რა“ არის ქართველების სიკვდილი“

143
სალომე ზურაბიშვილი და არჩილ გორდულაძე

„საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ, იგივე უბედურება თუ დატრიალდებოდა, რაც ახლა უკრაინაშია, ეს ხელს მისცემდა იმ ძალებს, რომელთაც „დიფ სთეითი“ ჰქვიათ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, არსებობენ ძალები, რომელთაც უნდათ, საქართველოში ისეთივე უბედურება ტრიალებდეს, როგორიც უკრაინაშია.

„საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ, რადგან საქართველოში იგივე უბედურება თუ დატრიალდებოდა, რაც ახლა უკრაინაში ტრიალებს, ეს ხელს მხოლოდ იმ ძალებს აძლევდა, რომლებსაც „დიფ სთეითი“ ჰქვია. ფიქრობდნენ, რომ ამით რუსეთს დააზიანებდნენ, მაგრამ არაფრად არ დაგიდებდნენ ქართველი ბავშვების, დედებისა და მშობლების პირდაპირ განადგურებას.

ამაზე პასუხი აქვთ, „მერე რა“. როდესაც სხვებისთვის ადამიანების სიცოცხლე „მერე რა“ არის, ისეთივე ბოლშევიკური და ნაცისტური განცხადებებია, როგორიც სტალინს ჰქონდა. სტალინისთვის ტერმინი არსებობდა, ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, ხოლო ბევრის, სტატისტიკაო.

სწორედ სტატისტიკით უყურებენ, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა. ამ ადამიანებისთვის ერთ ტყვიას ზუსტად იგივე ფასი აქვს, რაც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამ ყველაფერში საქართველოს ჩართვა სურდათ და ამას არა მხოლოდ დახურულ კარს მიღმა აკეთებდნენ, არამედ საჯაროდაც“, – განაცხადა გორდულაძემ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს სიამოვნებს, იმ ორგანიზაციის სტიპენდიატობა, რომელიც ხალხს მთავრობის ჩამოგდებისკენ მოუწოდებდა.

„მაკკეინის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის ინტერვიუს გაქრობას შეეცადნენ, რადგან მიხვდნენ, თუ რა გამოიტანეს საჯაროდ, მაგრამ ამაზე პასუხი „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს არ მოუთხოვია და ხმა არ აუმაღლებია. ეს ადამიანები ქართველები არ არიან? თუ სადაც დასაქმებული არიან, მხოლოდ მათი ინტერესები უნდა გაატარონ? ამაზე კითხვა არ უნდა შეუბრუნო?

„თუკი საქართველოში მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზების კამპანიას ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ენჯეო, „სირცხვილია“ აწარმოებს, რა გამოდის, რა ფინანსდება ევროკავშირის ფულით?“ – შალვა პაპუაშვილი

არსებობენ ძალები, რომელთაც უნდათ, საქართველოში ისეთივე უბედურება ტრიალებდეს, როგორიც უკრაინაშია. ისევ ცდილობენ, რომ მეორე ფრონტის გახსნის კუთხით ჩაგვითრიონ. სამწუხაროდ, ადამიანებს ქართული გვარები რომ აქვთ და რეალურად აგენტურას წარმოადგენენ, მათ ხელს უწყობენ. პირდაპირ ხელშემწყობები კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათთან აფილირებული არასამთავროები არიან.

როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილისთვისაც „მერე რა“ არის ქართველების სიკვდილი. უკრაინაში ათასობით ბავშვია გარდაცვლილი. რაც იქ ხდება, ყოვლად მიუღებელი. ეს ყველაფერი საქართველოში რომ ყოფილიყო, როგორც ვხედავთ, სალომე ზურაბიშვილისთვის ესეც „მერე რა“ არის.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ კომენტარს მაინც გააკეთებდა. პირიქით, მას სიამოვნებს, რომ სტიპენდიატია იმ ორგანიზაციის, რომელიც ხალხს მოუწოდებდა, ის მთავრობა ჩამოაგდეთ, რომელიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაში ხელს გვიშლისო“. – განაცხადა გორდულაძემ.

„ლიეტუვა ევროპულ გზაზე ყოველთვის საქართველოს გვერდით დგას – ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლაში თქვენი მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ“ – სალომე ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g