გორგია ჰიპერმარკეტების ყველაზე დიდი ქსელია ამიერკავკასიაში. ის 8 ქალაქში 14 ფილიალითაა წარმოდგენილი და არის პირველი ქართული კომპანია, რომელიც სამშენებლო-სარემონტო მასალების მიმართულებით საკუთარ პროდუქციას უკვე ევროკავშირსაც სთავაზობს.
გორგიაში გაზაფხულის ფესტივალი დაიწყო. მომხმარებლებს, 16 მარტის ჩათვლით, განსაკუთრებული შეთავაზებები დახვდებათ ყველა კატეგორიაში.
ნინა ოქროპირიძე, გორგიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:
– საგაზაფხულო ფასდაკლებები გორგიაში თვის ბოლომდე გაგრძელდება, თუმცა 16 მარტის ჩათვლით განსაკუთრებული შეთავაზებები გვაქვს 60 000-მდე დასახელების პროდუქტზე.
ფასდაკლებები კატეგორიების მიხედვით ასე გადანაწილდა: ბაღის სექციაში – 65%-მდე, საყოფაცხოვრებო ტექნიკა – 70%-მდე, გარე ავეჯი – 50%-მდე, საყოფაცხოვრებო პროდუქცია – 70%-მდე, ხელსაწყოები – 45%-მდე.
იქიდან გამომდინარე, რომ დათბა და რემონტისთვის უფრო ხელსაყრელი პირობები შეიქმნა, მომხმარებელს ე.წ. ყვითელი ფასები სამშენებლო-სარემონტო მასალებზეც დახვდება.
ასევე კარგი შეთავაზებები გვაქვს აბაზანისა და კერამიკის ფილების მიმართულებით, ფასდაკლება იტალიურ და ესპანურ ნაწარმზეც ვრცელდება.
აღსანიშნავია, რომ ფასდაკლებები ვრცელდება როგორც გორგიას ყველა ფილიალში, ასევე ონლაინ და ახლა უკვე გორგიას აპლიკაციაშიც.
– აპლიკაციაზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ, როგორც გორგიას ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეზე.
– გორგიამ, ინდუსტრიაში პირველმა, შექმნა აპლიკაცია სამშენებლო-სარემონტო მიმართულებით. მასზე ქართველმა IT სპეციალისტებმა დიდი ხნის განმავლობაში იმუშავეს, რათა ყველა ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილიყო. აპლიკაცია პირველ თებერვალს ჩაეშვა და ის მუშაობს როგორც ანდროიდ, ისე iOS სისტემის მქონე ტელეფონებზე. აპლიკაცია გამოსაყენებლად ძალიან მარტივია, მისი მეშვეობით ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლია შეუკვეთო შენთვის სასურველი პროდუქცია. „სურვილების სიიდან შენს სახლამდე“ – ასეთი სლოგანიც კი გვაქვს ამ აპლიკაციისთვის.
– როგორც ვიცი, ქალთა საერთაშორისო დღე გორგიაში განსაკუთრებულად ჩაივლის.
– დიახ, 8 მარტს, 13:00 საათზე, გორგიას დიდუბის ფილიალში (ა. წერეთლის #140) მცენარეების გადარგვის მასტერკლასი ჩატარდება. პროფესიონალები გაგვიზიარებენ ინფორმაციას, როგორ შევარჩიოთ სწორად ქოთნები და მიწა მცენარეებისთვის, რა ტექნიკა გამოვიყენოთ მცენარეების გადარგვისას, როგორ მოვუაროთ მცენარეებს სწორად. მასტერკლასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ამასთან, არ იქნება აუცილებელი რაიმე ნივთის ადგილზე შეძენა. ჩვენს ვიზიტორებს, ღონისძიების ფარგლებში, საჩუქრებსაც გადავცემთ.