რაგბის მსოფლიო თასი დასრულდა. ახალი ზელანდიის ნაკრებმა ტრიუმფი გაიმეორა და პლანეტის უძლიერესი გუნდის სახელი შეინარჩუნა.
როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, მსოფლიო თასის ოფიციალურმა გვერდმა rugbyworldcup.com-მა ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბეები დაასახელა და სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელთა შორის ჩვენდა გასახარად “ბორჯღალოსანთა” კაპიტანი მამუკა გორგოძეც მოხვდა.
“ოცნების გუნდში” 4 ახალზელანდიელი, 3 ავსტრალიელი, 2 არგენტინელი, 2 სამხრეთაფრიკელი, 1 ფიჯელი, 1 შოტლანდიელი, 1 იაპონელი და 1 ქართველია.