LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Gorilla Glass-ის მინა ავტომობილებში გამოჩნდება

99

სმარტფონების თხელი და მსუბუქი მინა მალე თქვენს ავტომობილებზეც გამოჩნდება. კომპანია Corning Gorilla Glass-ს მილიონობით მობილური ტელეფონის ეკრანისთვის უშვებს. ამ სიახლით ავტომწარმოებლებიც დაინტერესდნენ, რათა ურო დაამსუბუქონ მანქანის წონა და შეამცირონ საწვავის მოხმარება. BWM AG-მ პირველმა დაიწყო Gorilla Glass-ის გამოყენება გასულ წელს – სწორედ მისგან არის დამზადებული ჰიბრიდულ სპორტქარში i8 შიდა პანელი.

Ford Motor კი პირველი იქნება, რომელიც მას ნებისმიერი მინისთვის გამოიყენებს ახალ სპორტქარში Ford GT და რომელიც გაყიდვაში 2016 წელს გამოვა. GT-ს ძრავს ასევე Gorilla Glass-ის სახურავი ექნება.

„ეს მინის პირველი ცვლილება იქნება 1923 წლის შემდეგ“, – აცხადებს Ford-ის გარე მექანიზმების სუპერვაიზერი პოლ ლინდენი. ამ წელს ჰენრი ფორდმა გაუტეხელი შუშის გამოყენება დაიწყო Model T-ში

5-gorillaglass

„წონა – მტერია“ – აცხადებს ლინდენი. ის ასევე თვლის, რომ ამის შემდეგ Gorilla Glass ავტოკონცერნის სრულ ხაზს მოიცავს.

6-gorillaglass

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები