LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Gorillaz მუსიკალურ საქმიანობას უბრუნდება

68

2012 წელს, ანიმაციური ჯგუფის, Gorillaz-ის თაყვანისმცემლები საკმაოდ დაამწუხრა ინფორმაციამ  იმის შესახებ, რომ კოლექტივი არსებობას წყვეტდა. მიზეზად კი დეიმონ ალბარნსა და ჯეიმი ჰიულეტს შორის წარმოქმნილი უთანხმოება დასახელდა. მოგვიანებით ალბარნმა განაცხადა, რომ 2016 წელს კვლავ გაერთიანებას გეგმავდნენ.

ჯგუფმა შეასრულა პირობა და ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Gorillaz ახალ ალბომზე მუშაობას იწყებს. ამ ყველაფრის დასადასტურებლად კი, ჰიულეტმა სოციალურ ქსელში შესაბამისი ვიდეოები გამოაქვეყნა, სადაც მომღერალი ლიამ ბეილი და პროდიუსერი ენტონი ჰანი ჩანან. ამ უკანასკნელმა სახელი კანიე უესტთან თანამშრომლობით გაითქვა.

ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი ამ დროისთვის უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები