გორის საჯარო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო წლის ხანგრძლოვობა და სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების სამუშაო რეჟიმი განისაზღვრა.
სპეციალური დებულების თანახმად, ბაღებში სასწავლო წელი 1-ელ სექტემბერს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.
საშობაო არდადეგების პერიოდი 29 დეკემბრიდან დაიწყება და 7 იანვრის ჩათვლით გასტანს, ხოლო 8 იანვრიდან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდება.
რაც შეეხება, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების პერსონალის საშვებულებო პერიოდს – პერსონალი შვებულებას 26 ივლისიდან დაიწყებს, რომელიც 24 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. სამსახურში კი სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების პერსონალი 25 აგვისტოს გამოცხადდება.
დადგენილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 26 დეკემბერს მიიღო.
დადგენილებით ასევე, განისაზღვრა სამუშაო საათები: დილის 9.00 საათიდან საღამოს 18.00 საათამდე.
როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში “ფორტუნას” განუცხადეს, აღნიშნული ცვლილება თბილისს არ ეხება.