LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის გვირაბში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

183
1550919364-52700610-2574514949243314-6116811376930324480-n

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში ვენტილატორის დამონტაჟება იგეგმება.

ამის გამო, დღეს, 20 ოქტომბერს 11:00-დან 18:00 სთ-მდე, აღნიშნული საავტომობილო გვირაბის მარცხენა მხარეს (თბილისის მიმართულება) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის ამ პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები