გორის კულტურის ცენტრში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლები შევიდნენ. უწყების ინფორმაციით, დაკავებული არავინ არ არის.
„გიდასტურებთ, რომ გორის კულტურის სახლში ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
გამოძიება მიმდინარეობს, შესაბამისად, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით. დაკავებული ამ ეტაპზე არავინ არ არის”, – განუცხადეს „ფორტუნას“ უწყებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, გორის კულტურის ცენტრში ბიტკოინების ქარხანაა და სუსის თანამშრომლებმა ერთ-ერთ ოთახში მაინერები ნახეს.
ამასთან, მედიებში გავრცელებული ინფორმაციით, გორის კულტურის სახლი 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად ელექტროენერგიის გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხდიდა.