გორის მე-3 საჯარო სკოლაში ხანძარი იყო, რის გამოც სასწავლო პროცესი დროებით შეფერხდა.
ძლიერი კვამლის გამო შენობიდან მოსწავლეებისა და პედაგოგების ევაკუაცია გახდა საჭირო. როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სკოლის სათავსში არსებულ ნარჩენებს წაეკიდა.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია, დაზარალებული არავინაა.