საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენთან დაკავებული ელიზბარ მესტუმრიშვილი გათავისუფლებულია.
აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს. მათივე თქმით, ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის განაპირას ადგილობრივი ელიზბარ მესტუმრიშვილი დღეს დააკავეს. ე.წ. მესაზღვრეებმა მესტუმრიშვილი ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს. თვითმხილველთა განცხადებით, მესტუმრიშვილი ჯარიაშენის განაპირას პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ.