LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში 17 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

43

გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში 17 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი ადგილობრივებმა სოფელში მდებარე მაღაზიასთან ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდას დაზიანებები სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ცნობით, გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს და დანიშნულია შესაბამისი საექსპერტო პროცედურები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები