გორის მე-11 საბავშვო ბაღის მზარეულს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მას შემდეგ, რაც გეგმიური ტესტირების შედეგად ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, აღნიშნული ბაღი დღეიდან ფუნქციონირებას შეაჩერებს.
პრევენციის მიზნით, როგორც საბავშვო ბაღის პერსონალი, ასევე ბარის აღსაზრდელებიც, 12 დღით თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვები ასევე გამოვლინდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის მე-2 საჯარო სკოლაშიც. ვირუსის დადასტურების შემდეგ, სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
ინფექციის გამოვლენის გამო, დისტანციური სწავლების რეჟიმზეა ასევე გადასული სამი სკოლა ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტებში.
კორონავირუსის შესახებ სტატისტიკური მონაცემები ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში, დაინფიცირდა 419 და გამოჯანმრთელდა 307 ადამიანი.