LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის საკრებულოს თავმჯდომარე The New York Times ინტერვიუზე: „ეს ჟურნალისტი შემრჩა ხელში, „სააკაშვილის ადვოკატი“… ვერ ნახავთ ჩემს ვერც ერთ ინტერვიუს, სადაც რუსებს ზიზღით არ მოვიხსენიებ, რუსეთი არის დამპყრობი და მოძალადე!“

108
დავით რაზმაძე

გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში გაკეთებულ საკუთარ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დავით რაზმაძე წერს, „რუსეთი არის დამპყრობი და მოძალადე, ხოლო მისი მშვიდობისმყოფელობა წარმოუდგენელია“.

„მე, ალბათ, ყველა საინფორმაციო საშუალებას გავცემ პასუხს ჟურნალისტის აშკარა ცილისწამებაზე! მაგრამ აქ დავაფიქსირებ, რომ არასოდეს ჩემი ცხოვრების მანძილზე ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს ინტერვიუს, სადაც მე რუსებს არა დადებითად, არამედ ზიზღით არ მოვიხსენიებ! ეს ჟურნალისტი შემრჩა ხელში, „სააკაშვილის ადვოკატი“! რუსეთის არსებობის მანძილზე არის დამპყრობი და მოძალადე! მისი მშვიდობისმყოფელობა წარმოუდგენელია! მათი ლიდერი პუტინი არის ეშმაკის მოციქული, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე და არსებობა არაფერს წარმოადგენს!“, – წერს დავით რაზმაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ მედიასაშუალება The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა: „რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“.

დავით რაზმაძის ინტერვიუ არის ნაწილი The New York Times-ის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული ვრცელი სტატიის – „როგორც დავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის წინა ხაზამდე”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g