მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გორში 12 წლის მოზარდს ეძებენ.
გავრცელებული ცნობებით, 12 წლის გოგო გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეა.
ამავე ინფორმაციით, ის სახლიდან ოჯახის წევრის თანხლებით გავიდა, თუმცა სკოლაში არ მისულა.
“ფორტუნა” გავრცელებულ ინფორმაციაზე დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.