გორში სამართალდამცველები 14 წლის მოზარდს ეძებს.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვან გოგოს 31 მაისიდან ვერ პოულობენ.
როგორც სოფელ ტინისხიდის თემში მერის წარმომადგენელმა განაცხადა, გაუჩინარებული მოზარდის კვალი გორში წმინდა წყლის დასახლებიდან იკარგება.
დეტალების გარკვევას “ფორტუნა” შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.