საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს გორში, ახალბაღის პარკის ტბის ტერიტორიაზე, სადაც დღეს დილით მოქალაქემ წყალში მამაკაცის ცხედარი შეამჩნია.
ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარდაცვლილია 70 წელს გადაცილებული მამაკაცი.
მიმდინარეობს გამოძიება. გარდაცვალების ფაქტის დადგომის ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.