გორში ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ბასრი საგნით დაჭრეს. დაშავებული გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
ამჟამად, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შემთხვევის სავარაუდო მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.
როგორს შსს-მ “ფორტუნას” განუცხადა, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.