LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში ავარიისას ფეხმძიმე ქალი დაშავდა

41

გორში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტაქსის მძღოლი და ორსული ქალი დაშავდნენ. ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g