გორში დაკარგული 15 წლის ბავშვი იპოვეს. როგორც „ფორტუნასთან“ ბავშვის დეიდა აცხადებს, მოზარდი თბილისში დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
15 წლის აჩიკო კობერიძეს ოჯახი 11 მარტიდან ეძებდა. აჩიკო კობერიძე გორის მე-3 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეა.