გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში დენის დარტყმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, მეორე კი – დაშავდა.
კაცი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ბოძზე იყო ასული. მისმა თანასოფლელმა დახმარება სცადა, რის გამოც დაზიანებები თავადაც მიიღო.
დაშავებული გორში ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მისი მდგომარება სტაბილურია.
გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.