გორში გრიპის გართულებით 35 წლის ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას რადიო „ფორტუნასთან“ კლინიკა “გორმედის” დირექტორი დავით ყაზაიშვილი ადასტურებს.
მისი თქმით, პაციენტი კლინიკაში 5 იანვარს ვირუსული ინფექციით და თანმხლები პრობლემებით შევიდა, რომელსაც შესაბამისი სტაციონარული მომსახურება ჩაუტარდა.
„გორმედის“ კლინიკური დირექტორის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, გარდაცვლილი წარსულში ონკოლოგიური პაციენტი იყო და ასევე, რამდენჯერმე ნაოპერაციები.
ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს H1N1 ტიპის ვირუსი, ლაბორატორიულად ჯერ დადასტურებული არ არის.