LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში, კორპუსის მე-4 სართულიდან 30 წლამდე ასაკის ქალი გადმოვარდა – როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

225
სიმაღლიდან ვარდნა

გორში, მრავალსართულიანი კორპუსის მე-4 სართულიდან 30 წლამდე ასაკის ქალი გადმოვარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, მაშინ მოხდა, როდესაც ქალი სარეცხს ფენდა. დაშავებული გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

როგორც „ფორტუნას“ ჰოსპიტალში განუცხადეს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„პაციენტი შემოყვანილია პოლიტრამვით [მრავლობითი დაზიანებებით], ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, ამჟამად მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, არ არის მართვით სუნთქვაზე“, – უთხრეს „ფორტუნას“ გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g