LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში მამამ შვილი მოკლა

759
ing

გორის მუნიციპალიტეტში მამამ შვილი მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ სობისში მოხდა – მამამ 40 წლამდე ასაკის შვილს ნაჯახით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები